გლდანის მე-3 მიკრორაიონში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყლია - ამის შესახებ BM.GE-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, აფეთქება ღამის 2-3 საათზე მოხდა და ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
„გლდანში, მე-3 მიკრორაიონში მოხდა აფეთქება, 9-სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე, რასაც ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქებისას ცეცხლი გაუჩნდა საოჯახო ნივთებს. ხანძარი ლიკვიდირებულია. მიზეზებს გამოძიება დააგენს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.