დაველოდოთ ფინალს, - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, აპირებს თუ არა ის თანამდებობის დატოვებას.
„მოდი, ფინალს დაველოდოთ. ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ. თქვენ ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც დაგასპოილეროთ? დაველოდოთ ფინალურ სერიას“, - განუცხადა გახარიამ ჟრნალისტებს.
რამდენიმე დღის წინ „TV პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია თანმდებობას ტოვებს.