მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხი? - ეკონომიკის სამინისტრო

602269514585e
ინგა მურუსიძე
09.02.21 21:20
701
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოს იმედი აქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით პროგრესი იქნება. როგორც მან პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თქვა, ოფიციალურად არა, მაგრამ არაოფიციალურად აშშ-ისთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„აშშ-ისთან ჩვენ უშუალოდ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პროცესში არ ვყოფილვართ არასდროს. როგორც იცით, ჩვენ მოვამზადეთ ჩვენივე ინტერესისთვის მიზანშეწონილობის კველევა და გავუზიარეთ ამერიკის კომერციის დეპარტამენტს, ასევე გვქონდა კონგრესში ამაზე კომუნიკაცია. დოკუმენტში მოცემულია მონაცემები, რომ შესაძლებელია ორივე მხარემ მიიღოს ბენეფიტი როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის, ინვესტიციების და ტურიზმის მიმართულებებით. ასევე საუბარია თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ კუთხით. მიზანშეწონილობის კვლევა იძლევა რეკომენდაციებს“, - განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველო ყოველწლიურად აწარმოებს ექსპერტულ კვლევას შეერთებული შტატების ვაჭრობის წარმომადგენლობასთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის sps-ის მიმართულება, „თიბითის“ მიმართულება, ინვესტიციების მიმართულებით და ა.შ.

„ეს საკითხები თავისუფალი ვაჭრობის შემადგენელი ნაწილებია. ოფიციალურად რაიმე კონსულტაციები არ გვაქვს, თუმცა არაოფიციალურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ, გვაქვს გარკვეული პოლიტიკური მხარდაჭერა და იმედი გვაქვს, უფრო გავააქტიურებთ ამ დიალოგს. გვაქვს მაღალი დონის დიალოგი ვაჭრობასა და ინვესტიციებზე, რომლის ფარგლებშიც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. იმედი გვაქვს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ აღნიშნული მიმართულებით პროგრესის ჩვენებას შევძლებთ“, - განმარტა გენადი არველაძემ.