მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სჭირდება კონკურენციის სააგენტოს? - უწყების ხელმძღვანელის პასუხი

5e1b153cd441a
თათია ჩაფიჩაძე
12.01.20 18:20
1223
„თუ გვინდა ძლიერი სამსახური რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამართლიანი თამაშის წესები ბაზარზე, ორი რამეა მნიშვნელოვანი - ეფექტური კანონმდებლობა, რომელიც აყალიბებს თამაშის წესებს და ნდობა საზოგადოების და ბიზნესის მხრიდან“ - ეს განცხადება კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში გააკეთა.

მისი განცხადებით, 2004-2014 წლებში სამსახურისთვის ერთგვარი ვაკუუმი იყო, რამაც მის მუშაობაზე ნეგატიური გავლენა იქონია.

„დღეს კანონდებლობა არ არის შესაბამისი, ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით უკვე შექმნილია ახალი კანონდებლობა, სადაც ეს პროცედურული ნაწილი, სხვა მარეგულირებლებთან დაკავშირებული საკითხები, შინაარსობრივი საკითხები არის გამართული და პარლამენტშია. მეორე მხრივ, გაწეულია აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან და სხვა დაინტერებულ მხარეებთან რაც გაგრძელდება და გაუმჯობესდება.

როცა ვსაუბრობთ, რომ ნდობის მაღალი ხარისხი უნდა გვქონდეს, მთავარია სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თანხვედრაში მოდიოდეს შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. თითქმის ყველა შემთხვევაში საქმეები მიდის სასამართლოში და ეს გროვდება წლების განმავლობაში.

ჩვენ გვაქვს საინტერესო საქმეები, რომელიც სასამართლოს მიერ იქნა აღიარებული, მარტო დეკემბერში ორი პროცესი იქნა მოგებული სააგენტოს მიერ. ასეთი ქეისების დაგროვებით იქმნება ავტორიტეტი, ამიტომ ჩვენ ყველა საბოლოო გადაწყვეტილებას მაქსიმალურად მაღალი პასუხისმგებლობით გვინდა მოვეკიდოთ“ - აცხადებს ლექვინაძე.