მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვთ საფოსტო და საკურიერო კომპანიებს?

635b846f94479
BM.GE
28.10.22 11:29
697
საქსტატმა საფოსტო და საკურიერო სექტორის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს ამ სფეროში მოღვაწე კომპანიების შემოსავლებმა 131.5 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან, საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 73.3 პროცენტს შეადგენს, ხოლო 26.7 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.

კომპანიების შემოსავლების 65% ამანათების მიწოდებასთან არის დაკავშირებული. აქედან უდიდესი ნაწილი საერთაშორისო ამანათებზე მოდიოდა. 

საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2021 წლის განმავლობაში გაგზავნილია 5,475,500  წერილობითი კორესპონდენცია და 4,935,300 ამანათი გაიგზავნა. 

2021 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 4.0 ათას კაცს შეადგენდა, მათ შორის 1 197 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები