ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამჟამად საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 2023 წელს პროგნოზირებული მშპ-ის ($29 მლრდ დოლარი) 17%-ია.
გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსური ანგარიში, რომელშიც დეტალურად არის წარმოდგენილი ინფორმაცია თუ რა აქტივებში არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები.
დოკუმენტის თანახმად, რეზერვების ყველაზე დიდი ნაწილი ამერიკის შეერთხებული შტატების სახაზინო ობლიგაციებშია განთავსებული და მას შესაბამისი საპროცენტო სარგებელიც ერიცხება. საქართველოს რეზერვები დაცულია კანადისა და იაპონიის ეროვნულ ობლიგაციებშიც, ასევე EBRD-ის, ADB-ის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში.
ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიში ეროვნულ ვალუტაში არის წარმოდგენილი, შესაბამისად განთავსებული აქტივების მოცულობაც ლარებში არის მითითებული.
სად ინახება საქართველოს სავალუტო რეზერვები:
● US Department of the Treasury, Washington - 5.48 მილიარდი ლარი;
● Government of Canada, Ottawa - 343 მილიონი ლარი;
● European Investment Bank, Luxembourg - 264 მილიონი ლარი;
● Bank of Japan, Tokyo - 172 მილიონი ლარი;
● Asian Development Bank, Manila - 112 მილიონი ლარი;
● Kommuninvest I Sverige AB, Orebro - 106 მილიონი ლარი;
● European Stability Mechanism - 105 მილიონი ლარი;
● Bank for International Settlements, Basie - 94 მილიონი ლარი;
● CPPIBCapital Inc, Toronto - 86 მილიონი ლარი;
● Kreditanstalt fuer Wiederaufbau, Frankfurt - 84 მილიონი ლარი;
● Erste Abwicklungsanstalt, Düsseldorf - 78 მილიონი ლარი;
● Svensk Exportkredit AB, Stockholm - 75 მილიონი ლარი;
● Japan Bank for International Cooperation, Otemachi - 75 მილიონი ლარი;
● Inter-American Development Bank, Washington D.C. - 70 მილიონი ლარი;
● Nederlandse Waterschapsbank N.V. - 69 მილიონი ლარი;
● African Development Bank, Abidjan - 67 მილიონი ლარი;
● Korean Development Bank - 62 მილიონი ლარი;
● Province of Alberta Canada - 48 მილიონი ლარი;
● North Rhine-Westphalia - 44 მილიონი ლარი;
● Bank Nederlandse Gemeenten, Den Haag - 42 მილიონი ლარი;
● OMERS Finance Trust - 38 მილიონი ლარი;
● Oesterreichische Kontrollbank AG, Vienna - 36 მილიონი ლარი;
● Province of Ontario Canada, Toronto - 36 მილიონი ლარი;
● Province ofQuebec Canada,Quebec - 32 მილიონი ლარი;
● Landeskreditbank Baden-Wuerttemberg Foerderbank - 29 მილიონი ლარი;
● CDP Financial In, Montreal - 29 მილიონი ლარი;
● International Bank for Reconstruction & Development, Washington - 26 მილიონი ლარი;
● New Development Bank, Shanghai - 6 მილიონი ლარი.