მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქცია ხვალისთვისაც დაანონსდა

6467d362c5bc4
ალა ისპირიანი
19.05.23 23:35
870
საქართველოს პარლამენტთან, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქცია დასრულდა. ორგანიზატორების განცხადებით, ხვალ, 18:00 საათზე აქცია ისევ პარლამენტის შენობასთან გაიმართება.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები მოითხოვდნენ, აიკრძალოს პირდაპირი ავიარეისები რუსეთიდან. პარლამენტთან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

აქციის მონაწილეები ავიარეისების აღდგენას კანდიდატის სტატუსისკენ მიღების სურვილის ფონზე საფრთხის შემცველად მიიჩნევენ და ხელისუფლებას რეისების განახლებაზე თანხმობის გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

აქციის მიმდინარეობისას, შეკრებილების ნაწილმა პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა, „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავდნენ, თუმცა, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის შენობა მანამდე დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები