კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა
კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, საკვანძოა რომ სახელმწიფომ დროულად გაუმართოს ხელი მათ ვინც სამსახური დაკარგა, ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, ან ხელფასი შეუმცირდა - მათ მომდევნო 8 თვის განმავლობაში დანაკლისის 50% უნდა ავუნაზღაუროთ.
მომავალი 4 თვის მანძილზე საშემოსავლო გადასახადის შემცირება, ხოლო შემდეგი 4 თვის განმავლობაში განახევრება, 2020 წელს ქონების გადასახადის განულება და ნავთობპროდუქტებზე აქციზის 25%-ით შემცირება, მეტ ფულს დაუტოვებს მოქალაქესა და ბიზნესს და ასევე ხელს შეუშლის ფასების დრამატულ ზრდას.
საპენსიო ფონდში უკვე დაგროვილი თანხის დასაქმებულებისთვის და მეწარმეებისთვის სრულად გადაცემით კერძო სექტორი მიიღებს 650 მლნ-ს:
- 960 000 ადამიანი დაიბრუნებს 474 მლნ ლარს. ყოველი დასაქმებული - სულ მცირე 493 ლარს;
- მეწარმეები დაიბრუნებენ 175 მლნ ლარს. ყოველი დამსაქმებელი ყოველ დასაქმებულზე მიიღებს სულ მცირე 223 ლარს
აქედან:
- დასაქმებულებს 108.2 მლნ ლარი;
- მეწარმეებს 83.1 მლნ ლარი.
120 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი ყველა ოჯახს, ვისი შემოსავლებიც არ აღემატება 40 ათას ლარს
სახელმწიფო ერთჯერადად 200 ლარს გადასცემს შემდეგი კატეგორიების ოჯახებს:
- სოციალურად დაუცველები;
- თვითდასაქმებულები, რომელთა ოჯახური წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 ათას ლარს;
- პენსიონერები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ ოჯახში, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 ათას ლარს.
რაც ნიშნავს დღგ-ს გადახდის ვალდებულებას რეალიზაციიდან გამომდინარე, ნაცვლად იმპორტირებისას გადახდისა
ფინანსური და სავალუტო სტაბილურობისთვის სამიზნედ 2 მლრდ დოლარის მოზიდვა:
- საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან,
- მსოფლიო ბანკიდან,
- EBRD-დან,
- აზიის განვითარების ბანკიდან,
- სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან
- 200 000 ლარამდე სესხზე შეზღუდვების გაუქმება;
- შემოსავლის დადასტურების შესახებ რეგულაციის გაუქმება;
- ერ.ბანკის მიერ სახაზინო ვალდებულებების შესყიდვის შეზღუდვა;
- კაპიტალის მოთხოვნის მნიშვნელოვნად შემცირება;
- ლარის სარეზერვო მოთხოვნის მნიშვნელოვნად შემცირება;
- დოლარში სარეზერვო მოთხოვნის გაუქმება;
- საბიუჯეტო დეფიციტის არსებულ დონეზე შენარჩუნება.
ადმინისტრაციული ჯარიმების საურავის გაუქმება;
საფოსტო გზავნილებზე 300 ლარიანი ლიმიტის გაუქმება
გეგმის განხორციელების ღირებულება:
- უმუშევრობის დანაკლისის ანაზღაურება: 2.49 მლრდ ლარი
- საშემოსავლო გადასახადის განულება 4 თვით, განახევრება კიდევ შემდეგი 4 თვით: 1.85 მლრდ ლარი;
- ქონების გადასახადის განულება: 390 მლნ ლარი;
- ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირება: 150 მლნ ლარი;
- 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი ყველა ოჯახს: 130 მლნ ლარი;
- 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარება: 220 მლნ ლარი;
კრიზისთან ბრძოლის გეგმის დაფინანსების წყარო:
საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და საპენსიო ფონდის საბიუჯეტო შენატანის 8 თვით შეჩერება: 1.82 მლრდ ლარი;
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მოზიდული 1.1 მლრდ დოლარი