ჯამურად, იანვარ-სექტემბერში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $8.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 14.9%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი - $2.4 მილიარდი (14.9%-ით ნაკლები), იმპორტი კი $5.7 მილიარდი იყო (15.9%-ით ნაკლები). ცალკეული ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი - $355 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი ჩინეთში გავიდა. წლიურ ჭრილში კი ჩინეთში ექსპორტის ზრდა 184%-ია. იმპორტის მხრივ კი წელსაც პირველ ადგილზე თურქეთია, საიდანაც საქართველოში $981 მილიონის საქონელი შემოვიდა. ეს წინა წელთან შედარებით 14%-ით ნაკლებია.
ჯამურად, იმპორტ-ექსპორტის მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
1) თურქეთი - 1.1 მილიარდი დოლარი, მათ შორის ექსპორტი 142 მილიონი დოლარი; იმპორტი 981 მილიონი დოლარი;
2) რუსეთი - 934.6 მილიონი დოლარი, მათ შორის ექსპორტი 308.6 მილიონი დოლარი; იმპორტი 626 მილიონი დოლარი;
3) ჩინეთი - 864.9 მილიონი დოლარი, მათ შორის ექსპორტი 355.3 მილიონი დოლარი; იმპორტი 509.6 მილიონი დოლარი;
4) აზერბაიჯანი - 670 მილიონი დოლარი, მათ შორის ექსპორტი 327.8 მილიონი დოლარი; იმპორტი 342.2 მილიონი დოლარი;
5) სომხეთი - 465.5 მილიონი დოლარი, მათ შორის ექსპორტი 139.1 მილიონი დოლარი; იმპორტი 326.4 მილიონი დოლარი;
6) აშშ - 460.5 მილიონი დოლარი, მათ შორის ექსპორტი 59 მილიონი დოლარი; იმპორტი 401 მილიონი დოლარი;
7) უკრაინა - 417 მილიონი დოლარი, მათ შორის ექსპორტი 145 მილიონი დოლარი; იმპორტი 272.2 მილიონი დოლარი;
8) გერმანია - 312.6 მილიონი დოლარი, მათ შორის ექსპორტი 35 მილიონი დოლარი; იმპორტი 312.5 მილიონი დოლარი;
9) ბულგარეთი - 311.8 მილიონი დოლარი, მათ შორის ექსპორტი 229.8 მილიონი დოლარი; იმპორტი 82.2 მილიონი დოლარი;
10) იტალია - 152.7 მილიონი დოლარი, მათ შორის ექსპორტი 21.8 მილიონი დოლარი; იმპორტი 130.8 მილიონი დოლარი;
11) სხვა ქვეყნები - 2.4 მილიარდი დოლარი, მათ შორის ექსპორტი 638 მილიონი დოლარი; იმპორტი 1.767 მილიარდი დოლარი.
უფრო ვრცლად, იმპორტისა და ექსპორტის სტატისტიკას გაეცანით ბმულზე.