მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მოქმედი კომპანიების 62.8% სოციალურ მედიას საერთოდ არ იყენებს - საქსტატი

618ccb606eebf
BM.GE
11.11.21 12:34
1171
საქსტატმა კერძო სექტორში ინტერნეტთან წვდომის მაჩვენებელი შეისწავლა. ანგარიშის თანახმად, 2021 წლის მდგომარეობით გამოკვლეული კომპანიების 95%-ს გააჩნდა ინტერნეტთან წვდომა. 

საქსტატის თანახმად, საწარმოთა 4.1 პროცენტს ჰქონდა საქონლისა და მომსახურების ვებ გაყიდვები, რომელთა 81.0 პროცენტს შეადგენდა გაყიდვები კერძო მომხმარებლებზე (B2C), 16.8 პროცენტს - გაყიდვები სხვა საწარმოებზე (B2B) და 2.2 პროცენტს გაყიდვები საჯარო სექტორზე (B2G).

რაც შეეხება სოციალური მედიის ათვისებას, Facebook, Linkedin და სხვა პლატფორმები ჰქონდა კომპანიების 28.5%-ს, ხოლო 62.8% საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები