მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროების სესხების სუბსიდირებაზე 10.7 მლნ ლარი დაიხარჯა - „აწარმოე საქართველოში“

5f4f973902008
ვიქტორია მღებრიშვილი
03.09.20 10:20
1215
სხვადასხვა სასტუმროების სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე 10.7 მლნ ლარი დაიხარჯა - ამის შესახებ BM.GE-ის სააგენტოდან - „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს.

მისივე ინფორმაციით, 30 აგვისტოს მდგომარეობით, სესხის სუბსიდირებით 907-მა სასტუმრომ ისარგებლა.

„ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ 2020 წელს საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშწყობისთვის ორი ქოლი გამოაცხადა. ერთი მარტში, ხოლო მეორე - ივნისში”, - განმარტავენ „აწარმოე საქართველოში“.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, 2020 წელს საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის ორი ეტაპი გამოცხადდა. პირველ ნაკადზე თანადაფინანსებით - 612-მა, ხოლო მეორე ნაკადზე 295-მა ბიზნეს სუბიექტმა უსარგებმა.

მათივე ინფორმაციით, პირველი და მეორე ქოლის პირობებით აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2020 წლის 1-ლი მარტიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსებას განახორციელებს, როგორც აღნიშნული სესხისთვის 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის დასაფარად, ასევე 2020 წლის 1 მარტის შემდეგ წარმოშობილი სასესხო ვალდებულებების დასაფარად.

მხარდაჭერის პაკეტის მიხედვით, თანადაფინანსება მოხდება ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში არაუმეტეს 80%-ის, ხოლო უცხოურ ვალუტაში არაუმეტეს - 70%-ის ოდენობით.

თუმცა პირველი და მეორე ნაკადის სესხის თანადაფინასების კრიტერიუმები განსხვავდება ერთმანეთისგან. მარტში გამოცხადებული მხარდაჭერის პაკეტის მიხედვით, თანადაფინანსების მექანიზმით სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს:

• ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში -1 მლნ ლარს;
• დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში - 300 ათასი დოლარს;
• ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში - 250 ათასი ევროს;

"კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში;
სასტუმრო უნდა მოიცავდეს 4-დან 50-ის ჩათვლით ფუნქციონირებად სასტუმრო ნომერს;

პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად. პროგრამა არის ერთჯერადი ხასიათის და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით", - განმარტავენ "აწარმოე სააგენტოში". 

რაც შეეხება მეორე ნაკადის თანადაფინანსებას, მთავრობის მიერ ივნისში წარდგენილი მხარდაჭერის პაკეტის მიხედვით, დასაფინანსებელი სესხის წილის მაქსიმალური ოდენობა:

• ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში - 5 მლნ ლარია;
• დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში - 1 750 000 დოლარი;
• ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში - 1 600 000 ევრო.

კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში და სასტუმრო მინიმუმ 4 ფუნქციონირებად ნომერს უნდა მოიცავდეს, რომლებიც ერთ საკადასტრო კოდზე უნდა იყოს განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ მეწარმე სუბიექტსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიზნობრიობა უნდა იყოს სასტუმროს მშენებლობა/გაფართოება/აღჭურვა/რემონტი/რეკონსტრუქცია/ სასტუმროს შეძენა / არასაცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა სასტუმროსთვის;

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უახლოეს დღეებში მთავრობა ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის პაკეტს წარადგენს, რომლის მიხედვით, იმ სასტუმროების სესხებს დაასუბსიდირებენ, რომლებსაც 20 მლნ ლარის ბრუნვა აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები