მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს ბაზრის კვლევა ორ შემთხვევაში არ ჩატარებულა და რაც ჩატარდა ფორმალური ხასიათის იყო - აუდიტი

64553c7b296d6
ალა ისპირიანი
05.05.23 21:42
776
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების მიერ 2020-2021 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

აუდიტის შედეგად სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები გამოვლინდა. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს ბაზრის კვლევა ორ შემთხვევაში (უმაღლესი საბჭო და იგპ სამინისტრო) არ ჩატარებულა ან რაც ჩატარდა, ისიც ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

აუდიტის თანახმად, იგი არ ემსახურებოდა პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნებს.

ბაზრის არასათანადო კვლევის შედეგად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არასწორად განისაზღვრა. პროცესი არ იყო ფორმალიზებული და ვერ დგინდებოდა, რომელი მეთოდით ხდებოდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა.

ფაქტობრივი გარემოება შემდეგში მდგომარეობს: იგპ სამინისტრომ 2021 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სახის 11 642 ლარის სამშენებლო მასალების შესასყიდად. დადგინდა, რომ სავარაუდო ღირებულება დასაბუთების გარეშე განისაზღვრა ბაზრის კვლევის ეტაპზე მოწოდებულ მინიმალურ ფასებზე 1 400 ლარით მეტი ღირებულებით. აღნიშნულით არ იქნა დაცული ეკონომიურობის პრინციპი.

მეორე ფაქტობრივი გარემოება კი შემდეგია:  აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა საბჭომ 2021 წლის 12 თებერვალს გამოაცხადა ელექტორნული ტენდერი28 ბალანსზე რიცხული 9 ერთეული ავტომანქანის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 983 388 ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო 5 პრეტენდენტმა, მათ შორის, მინიმალური შეთავაზების ღირებულებამ შეადგინა 269 094 ლარი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე 714 294 ლარით (72% - ით) ნაკლები. დასკვნა აუდიტის ობიექტებზე შესყიდვების სამსახურის მიერ საქმისადმი არაჯეროვანი დამოკიდებულებისა და კანონმდებლობის მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის პირობებში იქმნებოდა სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების არაეფექტიანად ხარჯვის რისკები.

მაღლეს საბჭოს, იგპ სამინისტროს  შემდეგი სახის რეკომენდაცია ეძლევა: შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ადეკვატურად განსაზღვრისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის თავიდან აცილების მიზნით, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შეიმუშაონ და დანერგონ ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის კვლევის ეტაპზე ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის სათანადო შესწავლას.