მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუა დერეფანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა – EBRD-ის მთავარი ეკონომისტი

6428256cd2727
ელენე კვანჭილაშვილი
01.04.23 18:56
729
„შუა დერეფნის პოტენციალის ათვისებამ, შესაძლოა, საქართველო მართლაც აქციოს ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ჰაბად“, – ამის შესახებ EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა დიმიტარ ბოგოვმა ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკაში“ განაცხადა.

EBRD-ის მთავარი ეკონომისტის თქმით, შუა დერეფანი დღეს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია მოქცეული, რადგან ტრანსპორტირებისთვის ეს მარშრუტი რეალურად მიმზიდველი ხდება ჩრდილოეთ, სამხრეთ თუ ზღვის კორიდორთან შედარებით ტვირთების გადასაზიდად ევროპიდან აზიაში და პირიქით. თუმცა დიმიტრი ბოგოვის განმარტებით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება საბოლოოდ ეს იდეა.

„ძალიან დიდი სამუშაოა ამ მიმართულებით გასაწევი, თუმცა ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა – რადგან საქართველო ამ დერეფნის ზუსტად შუაშია და ამ შესაძლებლობის ათვისებამ შესაძლოა საქართველო მართლაც აქციოს ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ჰაბად", – ამბობს EBRD-ის მთავარი ეკონომისტი და დასძენს: "თუმცა აქვე ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს გრძელვადიანი პროექტია, მასშტაბურ ინვესტიციებს მოითხოვს და სავარაუდოდ, საჭირო იქნება ბევრი მთავრობის, საფინანსო ინსტიტუტის, განვითარების პარტნიორის თუ მსხვილი ინფრასტრუქტურული კომპანიის ჩართვა ამ პროცესში“.