მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ფხაკაძე: "წყაროს ვერ დავასახელებ, მაგრამ მუდმივად ვეძებთ გზებს, რათა საწვავის უფრო იაფად ყიდვა შევძლოთ"

629f7eb2808b7
მარიამ ადამია
07.06.22 22:40
2294
“წყაროს ვერ დავასახელებ, მაგრამ მუდმივად ვეძებთ გზებს, სადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ შედარებით იაფად ვიყიდოთ საწვავი,” - ასე უპასუხა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ BMG-ის კითხვას, ნავთობპროდუქტების იაფი წყაროების მოძიებასთან დაკავშირებით.

“ჩვენ რომ 300 ტონა ბენზინი ვიყიდოთ, ის ჩვენს რეალიზაციას ერთი დღე არ ეყოფა და ამას აზრი არ აქვს, მაგრამ თუ მნიშვნელოვანი, ხელჩასაჭიდი ოდენობის მქონე საწვავს იაფად შემოვიტანთ, მეორე დილასვე ავსახავთ ავტოგასამართ სადგურებზე. ესაა ჩვენი ამოცანა,” - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი.

ამასთან, ფხაკაძის თქმით, დაბალი ფასი, რითეილერისთვის ბევრად უფრო მისაღებია, ვიდრე მაღალი, რომელიც მთელ რიგ პრობლემებს იწვევს.

“მაღალი ფასი საწვავზე ბევრ პრობლემას აჩენს, თუნდაც მხოლოდ საბრუნავ სახსრებთან დაკავშირებულს და თან იმის გათვალისწინებით, რომ მსყიდველობითი უნარი ქვეყანაში არაა მაღალი, ახლა რომ ერთ ლარი ღირდეს ბენზინი და დიზელის საწვავი, თუ ვინმეს გაუხარდება, პირველ რიგში, ეს არის მოსახლეობა და ოპერატორები, ვინც ამ ბაზარზე ვმონაწილეობთ,” - ამბობს სოსო ფხაკაძე.