თბილისი ცენტრალში „ოქროს ბირჟა“ 18 ოქტომბრამდე დაიხურა, - ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ის "ოქროს ბირჟის" მოვაჭრეებმა დაუდასტურეს.
მათი თქმით, დირექციიდან მიიღეს ცნობა, რომ დღეიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით "ოქროს ბირჟა" მუშაობას შეწყვეტს.
კითხვაზე - რა მიზეზით ხურავენ ბირჟას, გამყიდველების ინფორმაციით, მიზეზი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების რისკების შემცირებაა, რადგან ბირჟაზე ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა.
BM.GE დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით, ცდილობს "თბილისი ცენტრალის" ადმინისტრაციას დაუკავშირდეს.