იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებაზე მსჯელობა არ ყოფილა.
„საყოველთაო კარანტინი უნდა გამოცხადდეს თუ არა, არის ეს დრო ახლოს თუ შორის, ამაზე მჯელობს უწყებათშორისი საბჭოს ფარგლებში არ შემდგარა, რადგან ჩვენ გვაქვს იმის რწმენა, რომ ყველა რეკომენდაცია, რომელიც მოქალაქეებისთვის ვრცელდება, მკაცრად დავიცავთ და არ იქნება ამ ზომის გამოცხადება საჭირო. დღემდე არ ყოფილა მსჯელობა, რომ ამის საჭიოება არსებობს და მსგავსი გადაწყვეტილება მიგვეღო“, - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ: საქართველოში სულ კორონავირუსი დაუდასტურდა 81 მოქალაქეს, მათგან 2 ავსტრიის მოქალაქე იყო და საკუთარ სამშობლოში გადაიყვანეს, 13 გამოჯანმრთელდა, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობს.
კარანტინის რეჟიმში - 4427 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 257.