"ლარს დასტაბილურებაში მხოლოდ ეროვნული ბანკის ინტერვენციები ვერ დაეხმარება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთერთი შემაფერხებელი ფაქტორი - სასამართლოა", - ამის შესახებ BMG-ის "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელმა, თემურ ჭყონიამ განუცხადა.
ბიზნესმენის თქმით, ეკონომიკის განვითარების შეფერხების მიზეზები კომპლექსურია და საკითხის მოგვარებისას თითოეული შემაფერხებელი ფაქტორის მიზეზი ცალ-ცალკე უნდა განიხილოს.
"როცა სასამართლო ბიზნესისთვის სადამსჯელოა, მაშინ ბიზნესმენების სწორ ოპერირებას აზრი ეკარგება", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.