„რა თქმა უნდა, ყველაზე მოწყვლადი სექტორი არის: ტურიზმი, დასვენება და ავიაციასთან დაკავშირებული სექტორები. ტურიზმის შემოდინებები საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 20% იყო. სექტორში ველოდებით დაახლოებით, 75%-იან შემცირებას. ყველაზე საბაზისო სცენარის მიხედვით, სიტუაცია ივნისიდან გამოსწორდება და ნელ-ნელა აღდგენას დაიწყებს, მეოთხე კვარტლიდან კი ყველაფერი გამოცოცხლდება. წლიურ ჭრილს რაც შეეხება, მოლოდინია, რომ 20%-ით შემცირდება", - განაცხადა მან.
ჩაჩანიძე უძრავი ქონების და ალკოჰოლის სექტორსაც შეეხო და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ლარის კურსის შენარჩუნება ვერ მოხდება, სიტუაცია განსაკუთრებით დამძიმდება.
"ამას თანმდევ სექტორებზეც გავლენა ექნება, ტურიზმის შემდეგ ყველაზე მეტად ალკოჰოლის და ღვინის სექტორი დაზარალდება. ველოდებით ნეგატიურ ცვლილებებს უძრავ ქონებაზე, მათ შორის კომერციულზეც და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ვერ მოხდება ლარის კურსის შენარჩუნება", - განაცხადა მან.