მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი "ჯანსაღი ტურიზმის სერტიფიკაციის" პროგრამას აამოქმედებს

5ebaa566c943b
ნათია თაქთაქიშვილი
12.05.20 18:13
1374
მსოფლიოში კორონავირისის პანდემიის მიუხედავად, თურქეთი 2020 წლის ზაფხულში ტურისტების მიღებას გეგმავს და ტურიზმის აღსადგენად გარკვეული გეგმაც წარადგინა. გეგმის მიხედვით, კურორტებს, სასტუმროებს და მათ თანამშრომლებს სპეციალური შემოწმების გავლა მოუწევთ, რის შემდეგაც ისინი ჯანმრთელობის და ჰიგიენის სერთიფიკატებს მიიღებენ. ამის შესახებ The Independent-ი წერს.

ქვეყნის კულტურის და ტურიზმის მინისტრ მეჰმეთ ნური ერსოის განმარტებით, ზაფხულის სეზონის დაწყებისთანავე მთავრობა „ჯანსაღი ტურიზმის სერტიფიკაციის“ პროგრამას აამოქმედებს.

პროგრამა მოიცავს პრევენციულ და დამცავ ნაბიჯებს, მათ შორის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტირებისას, პორტებსა და ყველა ტურისტულ ობიექტში, ასევე, თანამშრომლებისა და ტურისტების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღებას.

მინისტრის განმარტებით, მაისში თურქული სასტუმროები და სხვა ტურისტული ობიექტები უსაფრთხოების სერტიფიკატებს მიიღებენ. სერტიფიცირებული ობიექტების ონლაინ სია 1 ივნისს გამოქვეყნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები