მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის აეროპორტები აგვისტოში 18.3 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ

6138cf61e2676
ნათია თაქთაქიშვილი
09.09.21 00:12
1022
თურქეთის აეროპორტები აგვისტოში 18.3 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu Agency სახელმწიფო აეროპორტების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სახელმწიფო აეროპორტების ორგანიზაციის განცხადებით, მგზავრების რაოდენობა პანდემიამდელ მდგომარეობას თითქმის დაუბრუნდა, რადგან 2019 წელს თურქეთის აეროპორტები 23 მილიონი მგზავრი მიიღეს.

ამასთან Anadolu Agency-ი წერს, რომ გასულ თვეს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 9.4 მილიონი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 33%-ით არის შემცირებული.

გარდა ამისა, თურქეთის აეროპორტები აგვისტოში 179,972 თვითმფრინავს მოემსახურა, მათ შორის 88,337 თვითმფრინავმა შიდა ფრენები შეასრულა, ხოლო 64,373 საერთაშორისო რეისს მოემსახურა.