მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოური საბანკო ბარათებით საქართველოში წელს 1.1 მილიარდი დახარჯეს

62926b328dc36
BM.GE
28.05.22 22:34
1545
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 4 თვეში საქართველოში უცხოური საბანკო ბარათებით 1.1 მილიარდი ლარი დახარჯეს. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზუსტად 3-ჯერ მეტია.

საქართველოში არსებულ ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში უცხოური ბარათებით ყოველთვიურად დაახლოებით 1.6 მილიონი ოპერაცია სრულდება, რაც დღეში დაახლოებით 52 გადახდას ნიშნავს.

თანხობრივად ეს დღეში დაახლოებით 8 მილიონ ლარს შეადგენს.

თვეების მიხედვით, უცხოური საბანკო ბარათების მომსახურება ასე ნაწილდება:

იანვარი - 257 მილიონი ლარი;
თებერვალი - 314 მილიონი ლარი;
მარტი - 309 მილიონი ლარი;
აპრილი - 230 მილიონი ლარი.

ამ სტატისტიკაში სავარაუდოდ არ შედის რუსული საბანკო ბარათები, რადგანაც მარტის დასაწყისიდან რუსული ბანკების მიერ გაცემული Mastercard და Visa ბარათების მომსახურება შეწყდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები