მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გაიწვია - ზელენსკი მიზეზს ასახელებს

62454a545d536
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.22 10:26
7886
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაროკოდან ელჩის გაწვევის ბრძანებას ხელი მოაწერა. სამშობლოში დაბრუნდა საქართველოში უკრაინის ელჩიც. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც ომის 35-ე დღის შედეგები შეაჯამა. წერს Unian-ი.

„არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვებთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავალი მოიპოვოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. არიან ისეთებიც, ვინც დროს ფუჭად ხარჯავს და მხოლოდ იმაზე მუშაობს, რომ თავის თანამდებობაზე დარჩნენ. დღეს ხელი მოვაწერე, ასეთი ადამიანის გაწვევის ბრძანებას. მაროკოდან უკრაინის ელჩის გამოწვევას. ასევე (სამშობლოში) დაბრუნებულია საქართველოში უკრაინის ელჩიც. დიდი პატივისცემის მიუხედავად, თუ არ იქნება იარაღი, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური", - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში უკრაინა კონკრეტულ შედეგებს ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და აფრიკის ქვეყნებში თავისი წარმომადგენლებისგან ელის. მისი თქმით, სამშობლოს დასაცავად ყველამ ერთნაირად უნდა იმუშაოს, როგორც ჯარისკაცმა ბრძოლის ველზე, ასევე დიპლომატებმა თვის ფრონტზე.

შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის გაწვევის გადაწყვეტილება 1 მარტს მიიღო. ამავე დღეს იგორ დოლგოვმა განმარტა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მას კონსულტაციებისთვის იწვევდა. ამ დროიდან ელჩის მოვალეობას საქართველოში უკრაინის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი ანდრეი კასიანოვი ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები