დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 28 ივლისის მონაცემებით, ჯამურად 432 795 აცრა ჩატარდა.
მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 144 222 ადამიანი. გარდა ამისა, 27 ივლისს 14 210 მოქალაქე აიცრა.
საქართველოში იმუნიზაცია ოთხი ვაქცინით მიმდინარეობს. ესენია: „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, ‘სინოფარმი“ და „სინოვაკი“.