უხანში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი საავადმყოფოს მშენებლობა უკვე სრულდება. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის ტელევიზია ავრცელებს. ახალი ობიექტის მთლიანი ფართობი 25,000 კვადრატული მეტრია.
გავრცელებულ ვიდეომასალაში ჰოსპიტალის მშენებლობის პროცესია ასახული.
შეგახსენებთ, ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროცესი 24 იანვარს დაიწყო. სამედიცინო დაწესებულება 1000 პაციენტზეა გათვლილი და მან ფუნქციონირება 3 თებერვალს უნდა დაიწყოს.
ჰოსპიტალის მშენებლობის პროცესის ამსახველი ფოტომასალა:
































