მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO) ყველა შეხვედრას აუქმებს 20 მარტამდე. ამის მიზეზი კორონავირუსი გახდა. კერძოდ, ორგანიზაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია.
ჟენევაში მდებარე ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს:
„ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ჩვენი სამდივნოს თანამშრომლების და წევრების ჯანმრთელობას, ამიტომაც გადავდგით მსგავსი უპრეცედენტო ნაბიჯი. ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ შესაბამის ზომებს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად“, - განაცხადა რობერტო აზევედომ.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია შეხვედრებს ხვალიდან გააუქმებს.