მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წყალტუბო არ შეიძლება იყოს მეორე ბადენ-ბადენი, ის უნდა იყოს წყალტუბო“ - ჭყონია

62d57ce9e96b3
თათია ჩაფიჩაძე
19.07.22 00:10
5562
„წყალტუბო არ შეიძლება იყოს მეორე ბადენ-ბადენი, ის უნდა იყოს წყალტუბო“ - ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი თემურ ჭყონია საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ საინვესტიციო პროექტს „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე.“

ბიზნესმენი აცხადებს, რომ მის ინტერესს კურორტი არ წარმოადგენს.

„როდესაც მთავრობა ასეთი ზარზეიმით აკეთებს რაღაცას, მაგონებს კომუნისტურ გადმონაშთებს, როგორც კი დავინახავ ამ პომპეზურობას, მეკარგება ყოველგვარი ინტერესი და არ მინდა ჩავერიო იმ იდეოლოგიაში, რაც მე არ მომწონდა არასოდეს. შესაძლებელია წყალტუბოს აქვს დიდი პესპექტივა, მაგრამ როდესაც საუბრობ რომ ის გახდება ბადენ-ბადენი, უკვე შეცდომაა, იმიტომ რომ ბადენ-ბადენი არის ბადენ-ბადენი და წყალტუბო უნდა იყოს წყალტუბო. ბადენ-ბადენი არ შეიძლება იყოს წყალტუბო და პირიქით. როდესაც შენ ამბობ, რომ ის მეორე ბადენ-ბადენია, ეს უკვე შეცდომაა, ჩვენ უნდა ვთქვათ რომ ის წყალტუბოა.

ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს შეცვლა, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი იდენტობით და არა ვიღაცის მსგავსობით. ჩვენ სულ ვიღაცას ვედრებით ან ვიღაცას ველოდებით. როცა ვამბობთ რომ მეორე უნდა იყოს, უკვე მეორე ხარ, ამიტომ ჯობია რომ წყალტუბო იყოს პირველი და ბადენ-ბადენიც პირველი.“ - განაცხადა ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები