მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე ზარალიანი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში - 6 თვის მონაცემები

614dad7456535
ვიქტორია მღებრიშვილი
25.09.21 00:00
3153
მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო სექტორში მოქმედი 18 კომპანიის მიერ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდული სადაზღვევო პრემია 19%-ით გაიზარდა და 448.6 მლნ ლარი შეადგინა (2020 წლის 6 თვე - 376.9 მლნ ლარი). 2021 წლის პირველი ნახევრის მონაცემები პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელსაც აღემატება. ზრდა ამ კუთხით თითქმის 30%-ია.

სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, კომპანიების მიხედვით ყველაზე მეტი სადაზღვევო პრემია „ჯიპიაიმ“, „ალდაგიმ“ და „თიბისიმ“ მოიზიდეს:

1. ჯიპიაი - 86.1 მლნ ლარი;
2. ალდაგი - 71.2 მლნ ლარი;
3. თიბისი - 54.1 მლნ ლარი;
4. იმედი L – 48.6 მლნ ლარი;
5. არდი - 36.7 მლნ ლარი;
6. უნისონი - 30.1 მლნ ლარი;
7. ირაო - 23.3 მლნ ლარი;
8. სადაზღვევო ჯგუფი - 16.2 მლნ ლარი;
9. პსპ - 16.1 მლნ ლარი;
10. ევროინსი - 15.5 მლნ ლარი;
11. ნიუ ვიჟენ - 15.4 მლნ ლარი;
12. ბენეფიტი - 11.1 მლნ ლარი;
13. ალფა - 7.8 მლნ ლარი;
14. ბბ დაზღვევა - 5.6 მლნ ლარი;
15. პრაიმი - 3.5 მლნ ლარი;
16. ქართუ - 3.2 მლნ ლარი;
17. ტაო - 2.3 მლნ ლარი;
18. გრინ დაზღვევა - 1.4 მლნ ლარი.

რაც შეეხება კომპანიების მიერ ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალების მოცულობებს, მიმდინარე წლის 6 თვეში ეს რიცხვი 25.8%-ით გაიზარდა და 194.2 მლნ ლარი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-ივნისთან (203.7 მლნ ლარი) შედარებით კი სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალი მცირედით 4.6%-ით შემცირდა. რაც შეეხება წილობრივ გადანაწილებას, ყველაზე მეტი თანხა „ჯიპიაიმ“, „ალდაგმა“ და „იმედი L“-მა აანაზღაურეს:

1. ჯიპიაი - 46.1 მლნ ლარი;
2. ალდაგი - 28.7 მლნ ლარი;
3. იმედი L – 23.9 მლნ ლარი;
4. თიბისი - 23.5 მლნ ლარი;
5. არდი - 18.4 მლნ ლარი;
6. პსპ - 10.3 მლნ ლარი;
7. ირაო - 9.6 მლნ ლარი;
8. ევროინსი - 7.3 მლნ ლარი;
9. უნისონი - 5.6 მლნ ლარი;
10. სადაზღვევო ჯგუფი - 5.1 მლნ ლარი;
11. ბენეფიტი - 3.9 მლნ ლარი;
12. ალფა - 3.7 მლნ ლარი;
13. ნიუ ვიჟენ - 3.2 მლნ ლარი;
14. პრაიმი - 1.7 მლნ ლარი;
15. ბბ დაზღვევა - 5.6 მლნ ლარი;
16. ტაო - 1.0 მლნ ლარი;
17. ქართუ - 0.8 მლნ ლარი;
18. გრინ დაზღვევა - 0.2 მლნ ლარი;

მნიშვნელოვანია, რომ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, 2021 წლის 6 თვეში მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 83.1 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 17.7 მილიონი ლარი შეადგინა.