მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მთავრობის ნაჩუქარი 500 ათასი დოზა Pfizer საქართველოში 24 ივლისს შემოვა

60f990991f8d7
BM.GE
22.07.21 19:33
1952

საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, "ფაიზერის" 500 ათასი დოზა 24 ივლისს შემოვა - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

საუბარია იმ დოზებზე, რომელსაც საქართველო აშშ-ის მთავრობისგან საჩუქარად მიიღებს.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ საქართველო აშშ-ის მთავრობისგან რამდენიმე ასეულ ათას დოზა “ფაიზერს” საჩუქრად მიიღებდა.

შეგახსენებთ, რომ გარდა აშშ-ის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული ვაქცინებისა, "ფაიზერის" მილიონი დოზა ქვეყანას შესყიდული აქვს, რომელიც ეტაპობრივად შემოვა.