22.მარტი .2021 22:00

"ძალიან საფრთხილოა" - ნინო ზამბახიძე დაუმუშავებელ მიწაზე გადასახადის შემოღების ინიციატივაზე

"ძალიან საფრთხილოა" - ნინო ზამბახიძე დაუმუშავებელ მიწაზე გადასახადის შემოღების ინიციატივაზე
views 2393
უკან

ძალიან საფრთხილოა - ასე აფასებს “საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე დეპუტატ ბეჟან წაქაძის ინიციატივას, რომელიც დაუმუშავებელ მიწაზე დამატებითი გადასახადის შემოღებას ეხება.

ნინო ზამბახიძე ამბობს, რომ მსგავსი გადასახადი კარგია, ოღონდ იმ ქვეყნებისთვის, სადაც ფერმერებსა და გლეხებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აქვთ.

“ზოგადად კარგია, როცა მიწის გადასახადი არსებობს, თუმცა, ეს უნდა არსებობდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობაა და ამავდროულად არსებობს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, რადგან არ შეიძლება ფერმერმა გადაიხადოს გადასახადი ურწყავ მიწაზეც და იმაზეც, რომელიც ირწყვება. უნდა მოხდეს დიფერენცირება, ამავე დროს, არ უნდა იყოს დისკრიმინაციული, ამიტომ ძალიან საფრთხილოა, როცა მსგავს ინიციატივაზე ვსაუბრობთ.

დღეს ჩვენი ქვეყნის პრობლემა არის დაუმუშავებელი მიწები, თუმცა, მეორე მხრივ, რა გააკეთონ იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს მიწა, როგორც აქტივი და შეუძლიათ მასზე დოვლათის შექმნა, მაგრამ არ აქვთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა? კარგად ვიცით, რამდენად დიდი პრობლემაა დღეს ქვეყანაში საბრუნავი კაპიტალი ქვეყანაში, რამდენად რთულია მიწის იპოთეკაში ჩადება, მიუხედავად ყველა მცდელობისა, რომელსაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ატარებს. ამიტომ როცა მსგავსი ინიციატივით გამოვდივართ, კარგად უნდა გვქონდეს შესწავლილი ადამიანების გადახდისუნარიანობა”,- ნინო ზამბახიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა