მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbus-ი სამუშაო ადგილებს 2 300-ით შეამცირებს

5e4e3943c2867
ნათია თაქთაქიშვილი
20.02.20 17:10
835
Airbus-ის Defence and Space-ი, რომელიც დაკავებულია სამხედრო თვითმფინავების, დრონების და სატელიტების აგებით, სამუშაო ადგილებს 2021 წლამდე 2 300-ით შეამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Airbus-ის მთლიანი შემოსავლების მეხუთედი Defence and Space-ის ბიზნესზე მოდის.  Defence and Space-ს მსოფლიოს მასშტაბით 34,000 თანამშრომელი ჰყავს, აქედან 13,000 დასაქმებულია გერმანიაში.

Airbus-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, სამუშაო ადგილი 829-ით შემცირდება გერმანიაში, 630-ით - ესპანეთში, 404-ით - საფრანგეთში და 141-ით დანარჩენ ქვეყნებში.

როგორც გამოცემა იუწყება, სამუშაო ადგილების შემცირება გამოწვეულია სამხედრო ტრანსპორტის A400M-ზე მოთხოვნის შემცირებით, მას შედეგ, რაც გასულ წელს ტექნიკური პრობლემები იქნა აღმოჩენილი და გერმანიის საჰაერო ძალებმა ორი სამხედრო თვითმფრინავის შეძენაზე უარი განაცხადეს. ასევე, Airbus-ის Defence and Space-მა დაკარგა პოტენციური კლიენტი საუდის არაბეთის სახით.