მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი კვირის ბოლოს დაასახელებს, რომელ ქვეყნებს გაუხსნის საზღვარს

5efda9240a001
ნათია თაქთაქიშვილი
02.07.20 14:50
822
დიდი ბრიტანეთი საზღვრებს 75 ქვეყანას გაუხსნის. ამის შესახებ ინფრომაციას Telegraph ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ქვეყნების სრული სია ხუთშაბათს ან პარასკევს გამოქვეყნდება.

Telegraph-ის ინფორმაციით, საზღვრები გაიხსნება ევროპის თითქმის ყველა ქვეყნისთვის, ასევე თურქეთისთვის, ტაილანდისთვის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიისთვის.

6 ივლისიდან ამ სიაში მოხვედრილი ქვეყნების მოქალაქეები ბრიტანეთში 14-დღიანი კარანტინი გარეშე შევლენ.

გამოცემის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, 75 ქვეყანას შორის ვერ მოხვდნენ, აშშ, რუსეთი, ბრაზილია და შვედეთი.

ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა საქართველო უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნების სიაში.