მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში საქართველოს ექსპორტი 207%-ით გაიზარდა, რუსეთში კი 29%-ით შემცირდა

5ec398bb4b98e
შოთა ტყეშელაშვილი
19.05.20 12:34
1505
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-აპრილში ჩინეთში საქართველოს ექსპორტი 207%-ით გაიზარდა და $135.5 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ქვეყანაში ექსპორტის ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. 

ამავდროულად, ექსპორტი 29.3%-ით არის შემცირებული რუსეთის ფედერაციაში და ის $125.6 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ შემცირების გამო, რუსეთმა საექსპორტო ქვეყნების სიაში მესამე ადგილი დაიკავა (2019 წელს პირველ ადგილზე იყო). 

COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის გამო, საქართველოს ექსპორტი ჯამურად 11.5%-ით არის შემცირებული და ის იანვარ-აპრილის პერიოდში $1 მილიარდს შეადგენს. 

შესაბამისად, ამ კლების გამო, საქართველოს 10 ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნიდან 6-ში ექსპორტის მოცულობა შემცირებულია. მათ შორისაა აშშ, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა და სხვა.



დეტალურად, უმსხვილესი საექსპორტო საქონლის მოცულობის ცვლილების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.