მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დამოუკიდებლად, საქართველოს საფინანსო სექტორი ვერ იფუნქციონირებს“ – პაპუნა ლეჟავა საერთაშორისო სანქციების დაცვაზე

646e2dff52d07
ელენე კვანჭილაშვილი
24.05.23 19:30
655
სტატიაში საუბარია:
„საქართველოს არ გააჩნია თავისი დამოუკიდებელი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი ჩვენთვის, რომ მოგვეთხოვა საფინანსო სექტორისთვის დიდი ბრიტანეთის, ამერიკის და ევროკავშირის სანქციების დაცვა“ – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ელენე კვანჭილაშვილის "ანალიტიკა"–ში განაცხადა.

სებ–ის ვიცე–პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სექტორის ნაწილია და დამოუკიდებლად, მისი ფუნქციონირება შეუძლებელია.

„აქედან გამომდინარე , როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები დააანონსეს, ჩვენ მეორე დღესვე მივუთითეთ საფინანსო სექტორს, რომ დაეცვათ ეს სანქციები – უთხრა პაპუნა ლეჟავამ „ანალიტიკა“–ს – ამ სანქციების დაცვა აუცილებელია, რათა ჩვენი საფინანსო სექტორი იყოს გლობალური საფინანსო სექტორის ნაწილი, თანამშრომლობდეს გლობალურ ბანკებთან, ხდებოდეს გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში, ვაჭრობა და ა.შ. ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი, როდესაც სანქციებს ვუერთდებოდით“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ. 

„ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის დაზუსტებაზე – სანქციებთან მიერთების გადაწყვეტილება მხოლოდ პრაგმატული გათვლა იყო თუ ამავდროულად მორალური გადაწყვეტილებაც, რადგან რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე, სწორია, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს შეუერთდეს – პაპუნა ლეჟავამ თქვა, რომ ეროვნული ბანკი აპოლიტიკური ორგანიზაციაა.

„ჩვენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილებაც იყო წმინდად ფინანსურ სტაბილურობაზე ორიენტირებული,“ – ასეთია სებ–ის ვიცე–პრეზიდენტის პასუხი.