13.ივლისი .2020 11:28

ელ.კომუნიკაციების შესახებ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა კვლავ გადაიდო

views 802
უკან

დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა გადაიდო.

განხილვის გადადების ინიციტივით კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია გამოვიდა და კომიტეტის წევრებმაც მხარი დაუჭირეს. კანონ-პროექტის განხილვა, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

ამასთან, "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ იკითხა, მიუხედავად გადადებისა, განიხილავს თუ არა კომიტეტი კანონპროექტს კვლავ დაჩქარებულად, რაზეც კაკულიამ უპასუხა, რომ ეს ყველაფერი განხილვების დროს გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში უკვე ორჯერ გაიმართა. სატელეკომუნიკაციო კომპანიები მისი მიღების კატეგორიული წინააღმდეგი არიან. დღეს საკითხზე დახურული შეხვედრა გაიმართება.

ცნობისთვის: 10 ივლისს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ხმაურიანი განხილვის შემდეგ, მეორე დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტში“ ცვლილებები შევა.

მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს. სპეციალურ მმართველს კი საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები ენიჭება, მათ შორის შესაძლებელი ხდება კომპანიის წილებისა და აქციების გახსვისება აუქციონის წესით.

კანონპროექტში სავარაუდოდ, სწორედ ეს მუხლი შეიცვლება და სპეც.მმართველს კომპანიის აქტივების გასხვისების უფლება აღარ ექნება, თუმცა კანონპროექტის არსებულ რედაქციაში კვლავ შენარჩუნებულია მუხლი, რომელიც კომპანიებში სპეც.მმართველის დანიშვნას გულისხმობს. ეს არის ინიცირებულ კანონპროექტში ერთ-ერთი პუნქტი, რასაც ბიზნესი არ ეთანხმება.

სპეციალური მმართველი კომპანიის წილებს ვეღარ გაასხვისებს - რა დათმობაზე მიდის ბექაურის უწყება?

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა