მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენერგო-პრო“ TOP-ინვესტორების სიაშია - კომპანიის წლიური საინვესტიციო გეგმა 143 მილიონია

61b8a4807cc8e
მარიამ ვარადაშვილი
14.12.21 19:05
1678
„ენერგო-პრო ჯორჯია“ იმ TOP-20 ინვესტორი კომპანიის ჩამონათვალშია, რომელთაც მიმდინარე წლის III კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს. გამომდინარე იქიდან, რომ საქსტატი TOP-ინვესტორების სიას მათ მიერ ქვეყანაში ჩადებული FDI-ს მიხედვით არ ავრცელებს, bm.ge კომპანიას დაუკავშირდა.

“ენერგო-პრო ჯორჯიაში“ გვითხრეს, რომ 2021 წლის განმავლობაში, ჯამურად 143 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებენ, რომლის დიდი ნაწილი უკვე ჩადებულია.

„ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიემართება მსხვილ კაპიტალურ პროექტებზე, როგორიცაა გამანაწილებელი ქსელის განვითარება-რეაბილიტაცია და ელექტროსადგურების რეაბილიტაცია, წლის ბოლომდე ამ მიმართულებით 143 მილიონი ლარის ინვესტირება იგეგმება“, - ამბობენ კომპანიაში.

საქსტატის თანახმად, 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 299 მლნ აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) განხორციელდა. ჯამში, მიმდინარე წლის 9 თვეში FDI-ის მოცულობამ $728.4 მილიონის შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 3.2%-ით მეტია.

TOP-20 ინვესტორი კომპანია, რომელმაც III კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი FDI ჩადო

•აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
• შპს მაგთიკომი
• სს ენერგო - პრო ჯორჯია
• შპს ტავ ურბან საქართველო
• შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია
• შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
• შპს მარსი (კრისტალბეთი)
• სს ბიჯეო ჯგუფი
• სს ეპ ჯორჯია მიწოდება (ენერგო პროს შვილობილი)
• შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია (ინტერ რაოს შვილობილი)
•სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური
• შპს ჯეოსთილი
• სს დარიალი ენერჯი
• შპს მტკვარი ჰოლდინგი
• შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
• ენმარ ქონსთრაქშენ ბ.ვ.-ს ფილიალი საქართველოში
• შპს SAYALI
• შპს სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი
• შპს მეტალ ქონსთრაქშენ ჯორჯია.