მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ENKA-ს დირექტორი მერაბ ლომინაძე პრემიერის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს

60c0c32f63f16
თელარა გელანტია
09.06.21 17:31
8297
„ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანია ENKA-ს ქართველი დირექტორი მერაბ ლომინაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას განცხადებითვე ეხმაურება, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

“ნამახვანის “ პროექტის დაწყების დღიდან, “კომპანია ენკა რინიუებლზ“ მუდმივ კომუნიკაციაშია ყველა პარტნიორთან, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან და ყოველთვის გამოთქვამს მზაობას კონსტრუქციულ დიალოგზე, პროექტის სრულყოფის მიზნით.

სწორედ ამიტომ, კომპანიის მფლობელები ყურადღებით აკვირდებიან ნამახვანჰესის პროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. ისინი იმყოფებოდნენ საქართველოშიც და შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს.

კომპანია ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც როგორც კი რაიმე შედეგამდე მივა, საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება საჯარო.

შეგახსენებთ, რომ კომპანიას, არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დუკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე“, - აცხადებს მერაბ ლომინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები