მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფისკალურ საკითხებში ეროვნული ბანკი ჩართული არ არის - გვენეტაძე მოგების გადასახადის ზრდაზე

63a20ff941f7b
ალა ისპირიანი
20.12.22 23:30
647
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მოგების გადასახადის ზრდა ფინანსური სექტორისთვის არანაირ გამოწვევას არ შექმნის.

როგორც მან ბიზნესდაჯილდოება 2022-ის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ფისკალური გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს ემსახურება.

Bm.ge-ს კითხვაზე - როგორ იმოქმედებს აღნიშნული გადაწყვეტილება საინვესტიციო გარემოზე, მან თქვა, რომ „საინვესტიციო კლიმატი უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ასეთი ტიპის გადაწყვეტილებასთან მიბმა“.

„როდესაც ჩვენ, ეროვნული ბანკი ვითხოვთ დაფასდეს ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ვიღებთ, ასევე ვაფასებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ფისკალური ხელისუფლება იღებს. ვფიქრობთ, ეს არანაირ გამოწვევას არ შექმნის ფინანსური სექტორისთვის. ეს არის ფისკალური გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს ემსახურება. ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით, ეს არანაირ გამოწვევას არ წარმოადგენს“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება საკითხს, იცოდნენ თუ არა ეროვნული ბანკში აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, გვენეტაძემ განაცხადა, რომ ფისკალურ საკითხებში ეროვნული ბანკი ჩართული არ არის. 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა Bm.ge-სთან ასევე დღეს განაცხადა, რომ მოგების გადასახადის გაზრდას საფინანსო სექტორზე გავლენა არ ექნება.

ცნობისთვის, 2023 წლიდან საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადი არსებული 15%-დან 20%-მდე გაიზრდება. ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი უკვე წარუდგინა. დოკუმენტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საბიუჯეტო ეფექტი, რაც ამ გადასახადის მატებას ექნება, 172 მილიონ ლარს შეადგენს.