მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს დაცვის სამინისტრო პოლიეთილენის პარკების შესყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

5e555658f0ff9
თათია ჩაფიჩაძე
25.02.20 23:30
1217
პარკების ადგილობრივი ბიზნესის დაზარალებისა და იმპორტიორების წახალისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აბსოლუტურ სიცრუეს უწოდებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი. ალვერდ ჩანქსელიანი ამბობს, რომ შეხვედრის მიზანი კონტროლის დაწყების შესახებ ბიზნესისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.

„ჩვენ მათ მივეცით ინფორმაცია რა სახის დოკუმენტაციას უნდა მიაქციონ ყურადღება, რა უნდა მიიღონ მწარმოებლისგან და იმპორტიორისგან, რომ მათ დახლზე არ მოხვდეს პლასტიკის პარკები. არავითარი სხვა დანიშნულება რომ თქვენ არ შეიძინოთ ადგილობრივისგან და არ შეისყიდოთ იმპორტიორისგან, ასეთი ჩარევა არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, იმიტომ, რომ ეს მის უფლებამოსილებას არ წარმოადგენს.“ - განმარტა ჩანქსელიანმა.

რაც შეეხება ბაზარზე დღეს არსებულ მდგომარეობას, ჩანქსელიანი ამბობს, რომ ქსელში კონტროლი მუნიციპალტეტებმა ეტაპობრივად უკვე დაიწყეს, თუმცა, კითხვაზე რომელმა მუნიციპალიტეტმა, რა ხელსაწყოების გამოყენებით დაიწყო შემოწმება, ან საერთოდ როგორ ამოწმებენ პარკის შემადგენლობას, ზუსტი პასუხი არ არსებობს.

მიუხედავად ამისა ბაზარზე ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში ადგილობრივებისთვის შეიცვალა. Bm.ge რამდენიმე შედარებით მცირე საწარმოს მფლობელს დაუკავშირდა, რომლებმაც დაადასტირეს, რომ წარმოება უკვე გააჩერეს.