მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways-ი განცხადებას ავრცელებს

622894c4cf8b3
თელარა გელანტია
09.03.22 15:49
6835
ავიაკომპანია Georgian Airways-ი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"გვინდა ,ყველას გავუცრუოთ იმედები და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ საგადახდო ბარათი МИР-ის მეშვეობით დღემდე არცერთი ბილეთი არ გაუყიდია.

აქვე განვმარტავთ, „ჯორჯიან ეარვეისს“ ხელშეკრულება აქვს დადებული ევროკავშირში (კერძოდ, ესპანეთში) რეგისტრირებულ, ესპანურ კომპანია WebSky.tech-თან, რომელიც არის ავიაბილეთების გაყიდვის საერთაშორისო სისტემა. მოცემული კომპანიის მეშვეობით, მრავალი ავიაკომპანია ყიდის სამგზავრო ბილეთებს, მათ შორის, ჩვენც.

WebSky.net-ი გაყიდვებს ახორციელებს ამერიკული საბარათე სისტემების Visa და Mastercard-ით და, აგრეთვე, МИР-ის მეშვეობით. მთლიანად ეს სისტემა მიერთებულია "საქართველოს ბანკთან". აქედან გამომდინარე, თავისთავად გამორიცხულია, რომ ჩვენი ბილეთების შეძენა МИР-ის მეშვეობით განხორციელდეს.

„ჯორჯიან ეარვეისს“ და მის მენეჯმენტს არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ესპანურ კომპანიაზე, რომელიც, თავისი ნებით ახორციელებს МИР-ის საბარათე სისტემის დაშვებას თავის სარეალიზაციო სისტემაში.

რაც შეეხება „ჯორჯიან ეარვეისს“, კომპანია ამჟამად იმყოფება უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში და არის გაკოტრება/რეაბილიტაციის სტადიაში", - აცხადებენ კომპანიაში. 

ცნობისთვის: 7 მარტს “ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე გადახდის სისტემაში მასტერქარდისა და ვიზას გვერდით რუსული “Мир”-იც გაჩნდა. “Мир”-ი რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბარათე სისტემაა, რუსეთის გარეთ სულ რამდენიმე ქვეყნის ბანკები და ბანკომატები იღებენ ამ ბარათებს, მათ შორის საქართველო არაა.

ამ თემაზე რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა ეროვნულმა ბანკმაც.