მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანკისში 30-მეგავატიანი „სამყურაწყალი 2“ ჰესის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა

60ba61fe53bb9
თელარა გელანტია
05.06.21 16:02
1413
პანკისში 30-მეგავატიანი „სამყურაწყალი 2“ ჰესის მშენებლობაც ვერ იწყება. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც 2019 წელს მოსახლეობის მიერ გამოთქმული პროტესტის შედეგად „ხადორი 3“-ის მშენებლობა შეწყდა, კომპანია „ფერი“ კიდევ ერთი პროექტის - „სამყურაწყალი 2“-ის დაწყებას გეგმავდა, თუმცა როგორც bm.ge-ისთან ინტერვიუში „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.

ცნობისთვის: ორივე პროექტის - „ხადორი 3“-ისა და „სამყურაწყალი 2“-ის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია, ხოლო ორივე ჰესი ჯამურად 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

„სამყურის“ ჰიდროელექტროსადგური მოსახლეობისგან მოშორებულია და ბოლო სახლიდან, 10-15 კილომეტრით არის დაშორებული ზევით, მდინარე სამყურაწყლის აღმავალი მიმართულებით. ამჟამად მოსახლეობას კომუნიკაცია მიმდინარეობს. ყველა საჭირო ნებართვა, რაც ჰესის ასაშენებლად არის საჭირო, გვაქვს, მაგრამ „მწვანე ალტერნატივის“ მიერაა გასაჩივრებული“, - უთხრა bm.ge-ის ლაშა იორდანიშვილმა.

Bm.ge-ის რეპლიკას - „ამასობაში წლები გადის“, ინვესტორმა ასე უპასუხა: „რას ვიზამთ. ჩვენ უნდა ავაშენოთ ბევრი ჰიდროელექტროსადგური, რომ არ ვიყოთ რუსეთსა და აზერბაიჯანზე დამოკიდებული“.

ორი წელი პანკისის მოვლენებიდან - „ხადორი-3 ჰესის“ მშენებლობა ისევ შეჩერებულია