საქართველოს მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მარგებაძის აზრით, უმჯობესია თუ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დაწყება ისევ გადავადდება.
როგორც მარგებაძე BMG–სთან საუბრისას განმარტავს, ამის მიზეზი კერძო სექტორისთვის არსებული ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა.
"ამ მომენტისთვის ისევ ძალიან ბევრი კითხვაა დარგის მხრიდან. ჩემი აზრით, უნდა გადავადდეს ბირჟის ამოქმედება, რადგან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, როგორიც არის მაგალითად უბალანსობის საკითხი, როგორც გენერაციისთვის, ისე - მწარმოებლებისთვის, ვინც უნდა მოიხმაროს ეს ელექტროენერგია. ეს მოდელირება რაც გაკეთდა, ვფიქრობ, მინიმუმ ერთწლიანი მაინც უნდა იყოს, რომ ჩვენ წლის ყველა პერიოდი ვნახოთ. პირობითად, იანვარში რომ გააკეთებ ბირჟაზე ვაჭრობის მოდელირებას, იგივე სურათი ვერ იქნება აპრილში, როცა წყალუხვობაა. ამიტომ რაღაც პერიოდით ბირჟის ამოქმედება უნდა გადავადდეს, რომ ყველაფერი კარგად იყოს გააზრებული და ეს მოდელირება მთლიან წელზე იყოს გაკეთებული, შედეგად კი ხარვეზები აღმოიფხვრას", – განმარტა გიორგი მარგებაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ენერეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება, ანუ ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება ორჯერ გადავადდა. თავდაპირველად სავაჭრო პროცესი ბირჟაზე 2021 წლის ივლისიდან იყო გათვალისწინებული, შემდეგ კი – 2022 წლის 1 იანვრიდან.
ამ ახალი სისტემის მზაობაზე, ასევე ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ არაერთ სიახლესა და არსებულ გამოწვევებზე, Forbes Talks-სთან ინტერვიუში საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ირინა მილორავამ დეტალურად გასულ წელს ისაუბრა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი