მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოგების გადასახადის გაზრდა სესხების გაძვირებას გამოიწვევს - არჩილ გაჩეჩილაძე

63cfc228d5dbd
BM.GE
24.01.23 15:49
1641
სტატიაში საუბარია:
2023 წლიდან კომერციული ბანკებისთვის შეცვლილი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდა. მოგების გადასახადი, რაც 15%-ს შეადგენდა 20%-მდე გაიზარდა. ამასთანავე, საგადასახადო მიმართულებით ბანკებისთვის აღრიცხვიანობის წესებიც იცვლება, რაც საერთაშორისო IFRS ნორმებზე გადასვლას უკავშირდება.

როგორც bm.ge-სთან საუბარში საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე აცხადებს, გადასახადების გაზრდა სესხების პროცენტზე აისახება.

„საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლას მივესალმებით, ეს კაპიტალზე გავლენას არ იქონიებს, თუმცა ინვესტორებისთვის იქნება გამჭვირვალე, ვინაიდან საბანკო სისტემაში ძალიან დიდი კაპიტალია, რაც საბანკო სისტემის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ამას ინვესტორებიც უფრო გამჭვირვალედ დაინახავენ, აქამდე ადგილობრივი სტანდარტებით იყო აღრიცხული და ბოლომდე ვერ ხვდებოდნენ, რა სტანდარტით იყო აღრიცხული. ასე რომ, ეს არის მისასალმებელი ნამდვილად.

რაც შეეხება მოგების გადასახადის გაზრდას, ამას ექნება გამაძვირებელი ეფექტი სესხების საპროცენტო განაკვეთზე, ვინაიდან ეს რაღაცნაირად უნდა დაკომპენსირდეს. ნებისმიერი გადასახადის გაზრდა ნებისმიერ საქონელზე აუცილებლად იწვევს საქონლის გაძვირებას. სხვადასხვა პროდუქტზე სხვადასხვანაირად გამოიწვევს გაძვირებას, დოლარის სესხებზე დაახლოებით 0.5%-იანი გაძვირებაა მოსალოდნელი, ლარის სესხებზე, განსაკუთრებით იპოთეკების შემთხვევაში - 0.2, 0.3%-ით, გააჩნია პროდუქტს“, - თქვა არჩილ გაჩეჩილაძემ.