მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწვანე ობლიგაციების გამოშვებით სამი კომპანიაა დაინტერესებული - ოთარ შარიქაძე

6360f138abe45
BM.GE
01.11.22 14:45
573
Galt & Taggart-ის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ განაცხადა, რომ სამი ქართული კომპანია “მწვანე ობლიგაციების” გამოშვებით არის დაინტერესებული. სექტემბრის ბოლოს საქართველოს საფონდო ბირჟაზე კომპანია GRPO-მ $80-მილიონის ოდენობის ობლიგაცია განათავსა.

“ჩვენ გავიმარჯვეთ ტენდერში, რომელიც ორგანიზებული იყო EBRD-ისა და ევროკავშირის მიერ, რომელიც მიმართულია საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. ამ პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი ნაწილი იყო მწვანე ობლიგაციების გამოშვება. შესაბამისად ჩვენ ამჯამად მოლაპარაკება გვაქვს სამ კომპანიასთან, რომელიც აპირებს რომ გამოუშვას მწვანე ობლიგაციები. კომპანიებმა დაინახეს ის შეღავათები, რაც შეუძლიათ მიიღონ მსგავსი ემისიებით და დაინახეს, რომ უფრო მარტივია ინვესტორების მოძიება. საუბარია ESG სტანდარტებსა და მწვანე დაფინანსებაზე.

გლობალურად, ბიზნესი მიდის პასუხისმგებლიან და მწვანე დაფინანსებაზე და დონორებს გამოყოფილი აქვთ სახსრები, რომლებსაც მხოლოდ ESG ან მწვანე დაფინანსებსაზე ხარჯავენ. ბევრს აქამდე არ სჯეროდა, რომ გარკვეული შეღავათების მიღება შეიძლებოდა მსგავსი ემისიებით,”- განაცხადა ოთარ შარიქაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები