მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნუ ქმნით ტრაგედიას“ - თავდაცვის მინისტრი EU-ს მაკროფინანსური დახმარების ვერმიღების რისკებზე

612dd8f7e6c1e
თელარა გელანტია
31.08.21 11:17
1057
„საერთაშორისო პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობის პროცესი, რა თქმა უნდა, ცვალებადია“, - ასე უპასუხა დღეს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საკითხზე დასმულ კითხვას.

ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ EU-სგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. ის ასევე მიიჩნევს, რომ თუკი ევროკავშირი საქართველოს აღნიშნულ ფინანსურ დახმარებას დაუბლოკავს, ეს „სანქცია“ არ იქნება.

დღეს კი თვდაცვის მინისტრმა კობახიძის განცხადების კომენტირებისას თქვა, რომ მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, გვინდა თუ არ გვინდა ესა თუ ის დაფინანსება, როცა არის სესხზე საუბარი.

„თუ გიკითხავთ თქვენ 2012 წლამდე როგორი იყო ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან?! იყო ძალიან დაბალ დონეზე. ეს არის ყოველდღიური ურთიერთობა. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გვინდა თუ არ გვინდა ესა თუ ის დაფინანსება, როცა არის სესხზე საუბარი. ჩვენ 2012 წლიდან, ბატონი პრემიერი იყო პრემიერი, როდესაც მივაღწიეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის უმაღლეს ნიშნულს; ეს ურთიერთობა დღესაც გრძელდება. აბა, რითი კეთდება ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც ჩვენ ვაფინანსებთ? რა თქმა უნდა, საერთაშორისო ინსტიტუტების ფინანსებით. სად იყვნენ 2012 წლამდე ეს საერთაშორისო ინსტიტუტები თუ კითხულობთ?! ეს არის ყოველდღიური მუშა პროცესი. ნუ ქმნით ამისგან ტრაგედიას!“- მიმართა ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიას.