მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ყოველდღიური გადაფრენები საშუალოდ 76%-ით გაიზარდა – "საქაერონავიგაციის" განმარტება

6242b9f656aa3
მარიამ ვარადაშვილი
30.03.22 09:00
761

რუსეთ–უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ყოველდღიური გადაფრენების საშუალო მაჩვენებელი 76%-ით არის გაზრდილი – ამის შესახებ საუბარია ევროკონტროლის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში. ორგანიზაციამ გამოიკვლია, რა გავლენა ჰქონდა ომს ევროპის რეგიონის საჰაერო ნაკადებზე.

მაგალითად "ევროკონტროლის" თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო ლიეტუვამ დღეში თითქმის 200 გადაფრენა დაკარგა, რაც 46%-ით შემცირებაა. აქედან ნახევარზე მეტი რუსეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ფრენების შეწყვეტას უკავშირდება. ომის დაწყებიდან მალევე ჯერ ევროკავშირის ქვეყნებმა, ხოლო შემდეგ რუსეთმა ერთმანეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს. საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო გადაფრენები შემცირებულია ლატვიასა და პოლონეთის საჰაერო სივრცეშიც. იგივე სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთის მიერ ევროკავშირის ქვეყნებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ აზიის მიმართულებაზე ევროპული ავიაკომპანიები რეისებს სამხრეთიდან ახორციელებენ. შედეგად, საქართველოში მოცემულ პერიოდში ყოველდღიური გადაფრენების საშუალო მაჩვენებელი 76%-ით არის გაზრდილი.

საქაერონავიგაციაში BMG-ის უთხრეს, რომ ნაკადების ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის გარდა Covid-19-ის რეგულაციის შემსუბუქებასაც უკავშირდება. 

“ევროკონტროლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში შედარებულია გადაფრენების რაოდენობა 2022 წლის 7-14 თებერვლის და 2022 წლის 7-14 მარტის კვირებში. შპს „საქაერონავიგაცია“ საქართველოს საჰაერო სივრცეში თებერვლის მითითებულ კვირას 924 გადაფრენას მოემსახურა. მარტის მითითებულ კვირაში კი 1639 გადაფრენას. სხვაობა 715 ფრენაა და გვაქვს 77.4%-იანი ზრდა.

აღნიშნული ზრდა რამდენიმე კომბინაციის შედეგი შეიძლება იყოს: ესენია საგაზაფხულო სეზონის დაწყება, კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქება რიგ ქვეყნებში და უკრაინის კონფლიქტის  და რუსეთის საჰაერო სივრცის ნაწილის დაკეტვის გამო საჰაერო ნაკადების გადაჯგუფება”,-აცხადებენ სახელმწიფო კომპანიაში.

რა გავლენა აქვს ომს ევროპის ქვეყნების საჰაერო ტრაფიკზე