მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის განცხადებით, ვაზიანის აეროპორტი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება

649eedcf25fec
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.23 19:02
649
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვაზიანში დაგეგმილი აეროპორტი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშა და კუთვნილებაში იქნება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი სტრატეგიული ობიექტები, როგორიცაა აეროპორტი და საზღვაო პორტები სახელმწიფოს მფლობელობაში უნდა იყოს, თუმცა პრემიერი არ გამორიცხავს, რომ აეროპორტი ნაწილობრივად ინვესტორებს გადაეცეთ მ კუთვნილებაში. ამის მაგალითად მას თურქეთის მაგალითი მოჰყავს.

„კითხვაზე - აეროპორტი იქნება თუ არა ჩვენს საკუთრებაში, ვპასუხობ, რომ - დიახ. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა იყოს და კუთვნილებაში მათ შორის. რა თქმა უნდა, შეიძლება გარკვეული პროცენტები გავასხვისოთ, მსხვილი ინვესტორები შემოვიყვანოთ, მაგრამ ბერკეტები უნდა შევინარჩუნოთ, და არა ისე როგორც დღეს იყო. მე რა თქმა უნდა არსებული ინვესტორის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. მაგრამ ჯობია და უკეთესია, როდესაც ჩვენ გვინდა რეგიონში საავიაციო ჰაბად პოზიციონირება და გარდაქმნა, ისე როგორც თურქეთმა გააკეთა... მათ რამდენიმე კონსორციუმი შექმნეს, სადაც სახელმწიფოს როლი განსაზღვრულია“, - განაცხადა მინისტრმა.

მთავრობამ ვაზიანში ახალი აეროპორტის ასაშენებლად ტექნიკური კვლევები დაიწყო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები