მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ საბანკო სექტორში ფულის გათეთრების რისკი "საშუალოდ" შეფასდა

5dbbd29ced218
სალომე მეცხვარიშვილი
01.11.19 10:34
2442
საქართველოს საბანკო სექტორში ფულის გათეთრების რისკი “საშუალოდ” შეფასდა, ტერორიზმის დაფინანსების კი “საშუალო-დაბლად”. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, აქ ფულის გათეთრების რისკი, როგორც ჩანს, უფრო დაბალია და მიენიჭა: "საშუალო-დაბალი" სტატუსი. ამის შესახებ საუბარია საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშსა და სამოქმედო გეგმაში.

ყველაზე მაღალი რისკი ფულის გათეთრების კუთხით საქართველოში სათამაშო ბიზნესის ინდუსტრიაში დაფიქსირდა და “საშუალო-მაღალი” სტატუსი მიენიჭა.

აღნიშნული ანგარიში საქართველოს პრემიერმინისტრმა 30 ოქტომბერს დაამტკიცა.

რისკების შეფასების ანგარიშის მომზადებას ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობასთან მოქმედი საბჭო, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი თავმჯდომარეობს. საბჭოს ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგელობაში შედიოდა “ყველა კომპეტენტური ორგანოს” წარმომადგენელი(შსს, შემოსავლების სამსახური, პროკურატურა…). სამუშაო ჯგუფის ფუნქცია იყო რისკების შეფასების ანგარიშის პროექტის მომზადება და კომისიისთვის წარდგენა. ჯგუფს ევროპის საბჭოს ექსპერტმაც გაუწია მეთოდოლოგიური დახმარება. შეიქმნა თემატრი ქვეჯგუფები, რომლებიც პრაქტიკოსი ექსპერტებით დაკომპლექტდა.

რისკების შეფასების ანგარიში ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ეროვნულ დონეზე და სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება.

ეროვნულ დონეზე ფულის გათეთრების რისკი შეფასდა როგორც საშუალო, ხოლო ტერორიზმის დაფინანსების რისკი - დაბალი. რისკების შეფასება რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.