მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოლოდინი გვაქვს, რომ გავიხსნებით“ - ნათია თურნავა სავაჭრო მოლებს ხვდება

5fdc88c8ee873
ელენე გოგბერაშვილი
18.12.20 14:44
955
ამ წუთებში ტექნო პარკში ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა სავაჭრო მოლებისა და რითეილ სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემა, 24 დეკემბრიდან არსებული შეზღუდვების მოსალოდნელი მოხსნაა.

როგორც გუშინ ნათია თურნავამ განაცხადა, ის მოუსმენს მოლებს, თუ როგორ წარმოუდგენიათ მოქალაქეთა ნაკადების მართვა და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

სავაჭრო ცენტრებისა და რითეილ სექტორის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ მათ 24 დეკემბრიდან მუშაობის განახლების შესაძლებლობა მიეცემათ.

„ჩვენ გვინდოდა 15 დეკემბრიდან მომხდარიყო გახსნა, რაზეც ვერ მოვახერხეთ შეთანხმება. ახლაც ამ პოზიციაზე ვართ, რომ გვინდა რაც შეიძლება მალე გავიხსნაღ, ხვალ, ზეგ...“-განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ICR ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძე.

კომპანია „ალტას“ წარმომადგენელი კი ამბობს, რომ არსებულ სიტუაციაში გამოსავალი არის ნაკადების მართვა.

„მოლებთან ერთად უნდა ვეცადოთ უსაფრთხოდ გადავატაროთ ეს პერიოდი. ვნახავთ რა მოსაზრებები აქვთ. რთულია მოლოდინებზე საუბარი“-განაცხადა ნინო ფირცხალავამ.