რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად? - ამ კითხვას გადაცემა „რედაქტ2“-ში შინაური ცხოველების ავეჯის, საკვებისა და სხვადასხვა აქსესუარის მწარმოებელი კომპანია Georgian products-ის დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე პასუხობს.
მისი თქმით, ქართველმა მწარმოებლებმა ევროკავშირს ის პროდუქტი უნდა შესთავაზონ, რაც ამ ბაზარს სჭირდება.
„ევროპაში გაყიდვებისთვის საჭირო მარკეტინგი კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული. ევროპაში სერიოზული და კარგი პარტნიორის პოვნა უმთავრესია. მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა მეწარმეებმა ევროკავშირს ის პროდუქტი მიაწოდონ, რაც მათ სჭირდებათ და არა ის, რაც „მე მაქვს“, - განმარტავს ბარდაველიძე.
Georgian products-ის დამფუძნებელი საქართველოს კანონმდებლობაზეც საუბრობს, რომელსაც მისი განმარტებით, მეტი ჰარმონიზაცია სჭირდება.
„მთავრობის ვალია, რაც შეიძლება მალე მოხდეს კანონის ჰარმონიზაცია, შემდგომ ბიზნესი თავის გზას იპოვის. ჩვენ ევროპული კანონმდებლობა გვინდა; საჭიროა, პოსტსაბჭოთა სისტემური რეჟიმისგან გამოვიდეთ, რომელიც კანონმდებლობის თვალსაზრისით მრავლად არის.
კანონმდებლობაში დევს ნაღმები, რომელსაც როცა მოუნდებათ, მაშინ აამუშავებენ. კანონის ჰარმონიზაცია კი დიდ კარს გაუხსნის ევროპულ და ქართულ ურთიერთობებს და კიდევ უფრო ჩქარი ნაბიჯებით მოხდება ბიზნესაზოგადოების ინტეგრაცია ევროპაში. პოლიტიკოსებს კანონმდებლობა უნდა მოვთხოვოთ დანარჩენი კი ჩვენით უნდა გავაკეთოთ“, - განმარტავს დავით ბარდაველიძე.
აღსანიშნავია, რომ Georgian products-ის პროდუქცია სრულიად ექსპორტზე ევროკავშირისა და აშშ-ის ქვეყნებში იყიდება.
„Georgian products“ აშშ-ში ლოგისტიკური ცენტრის შექმნას გეგმავს
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი