მიმდინარე კვირის დასაწყისში მთავრობამ სამშენებლო კომპანიებისთვის ახალი ინიციატივა დააანონსა, რომლითაც მშენებლობის ეტაპზე სახელმწიფოს მიერ ბიუჯეტიდან თანხები არ გამოიყოფა და მის სანაცვლოდ მშენებლობას ბანკები დააფინანსებენ. საუბარია, ხელშეკრულებების გაფორმებაზე სამშენებლო კომპანიებთან, სადაც დამკვეთი სახელმწიფო იქნება, თანხას კი ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის კომპანიები რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღებენ. ამ კრედიტების გარანტორი მთავრობა იქნება, რომელიც სამშენებლო კომპანიას შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურებას განვადებით გზით გადაუხდის.
“არსის” გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე BMG-თან ამბობს, რომ მართალია, მისი კომპანია სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში არ მონაწილეობს, მაგრამ პრემიერის ინიციატივას დადებითად აფასებს.
ბესო ორთოიძის განმარტებით, ეს პროექტი ეკონომიკისა და დასაქმებისთვის ზრდის ხელშემწყობია.
“ამ პროექტის იდეა არის ის, რომ რაც შეიძლება გავაკეთოთ 3-4 წლის განმავლობაში, საუბარია სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ პროექტებზე, მოდი, ახლავე გავაკეთოთ. რეალურად ეკონომიკის ზრდის დაჩქარებაა. სახელმწიფო ამბობს, რომ ის გასცემს გარანტიას, რომ თანხას იხდის, თუმცა ამ ეტაპზე ბიუჯეტში არ აქვს საკმარისი ფული იმისთვის, რისი გაკეთებაც ახლა უნდა, ამიტომ ამ თანხას ახლა კი არა სამი წლის განმავლობაში გადავიხდი, ხოლო კომპანიებმა ეს სამუშაო შეასრულეთ, ბანკში სესხი აიღეთ და სამი წლის განმავლობაში ამ ვალს დავფარავთო. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის, რომ მისი გაცემული გარანტია ბანკმა მიიღოს. ამისთვის საჭიროა მთავრობას ბაკებთანაც ჰქონდეს მოლაპარაკება, რათა ამ გარანტიის საფუძველზე მათ სესხი გასცენ. ზოგადად, ეს იდეა კარგია და ადრე ჩვენც გვქონდა. ეს სწორი გადაწყვეტილებაა ეკონომიკის დაჩაქარების კუთხით, მთავარია სწორად დაიგეგმოს და ყველა სტრუქტურამ საკუთარი საქმე გააკეთოს”, - ამბობს ორთოიძე.
მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა მოამზადოს იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლებსაც ამ პროგრამის ფარგლებში განახორციელებს.
“პროექტების გარეშე ეს პროგრამა ვერ განახორციელდება. მაგალითად, გეგმაში შეიძლება გქონდეს 2024 წელს სვანეთში რაღაც ობიექტის აშენება, თუმცა პროექტია საჭირო, ამიტომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იქნება, რომ ეს პროექტები დასაწყებად მოამზადოს. თავად კომპანიებისთვის კი ვფიქრობ, მარტივი სქემაა, რომ გარანტიის საფუძველზე ბანკებისგან ფული ისესხონ”, - ამბობს ბესო ორთოიძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ